Skip to content

უფალი და ადამიანი

September 9, 2011

ადამიანები დედამიწაზე ცხოვრობენ,ანგელოზები ღმერთთან…ჩვენ ადამიანებს გულში გვყავს ღმერთი და გულით გვწამს მისი,მხოლოდ ის შეგვიძლია,რომ ან შევევედროთ ან მადლობის ნიშნად სანთელი დავანთოთ.

კაცი მუდმივად იტანჯება,ზოგჯერ ცხოვრებისგან…ზოგჯერ კი ისევ საყვარელი ადამიანებისგან…იგი ყოველდღიურად ღმერთის სახლში(ეკლესია…) დადის და დახმარებას ითხოვს ღმერთისგან.ყოველი დღე ვედრებით იწყება და ლოცვით მთავრდება! ღმერთმა მას ყველაფერი შეუსრულა,ნელა და გვიან,მაგრამ თავისი შვილი,ადამიანი გააბედნიერა.

კაცმა ღმერთი დაივიწყა,მას უკვე ყველაფერი ჰქონდა…ღმერთი კი ამ ყველაფერს ხედავს და როგორც მისცა ისე ნელ–ნელა აგრძნობინა,თავისი არსებობა.

კაცი მოკვდა…იგი ტოვებს დედამიწას და გადადის სხვა სამყაროში,სადაც ღმერთი ცხოვრობს და სადაც მასთან მოუწევს საუბარი…

მთელი გზა იგი თავის განვლილ ცხოვრებას უყურებდა…ფიქრობდა.

ღმერთი:_შენ არცთუისე დიდი ხნის სიცოცხლეში ყველაფერი ნახე…ბედნიერება,ტკივილი,სიხარული,ტანჯვა…მაშინ,როდესაც შენ ფიქრობდი,რომ მარტო იყავი მე შენს გვერდით ვიჯექი და ცრემლებს გწმენდდი…ყველაფერს ვისმენდი რასაც ფიქრობდი და ამბობდი!

ადამიანი:_ღმერთო,მაპატიე!ვიცი არ შემიძლია,მაგრამ,რომ შემეძლოს დავბრუნდები უკან,შეცდომებს გამოვასწორებ და სხვასაც დავეხმარები…მივუთითებ,მაგრამ არ ვეტყვი!
ადამიანს,მხოლოდ ერთი კითხვა აწუხებდა…“რატომ?“

ღმერთი:_ამ კითხვაზე პასუხის გაცემას უკვე შეძლებ,როცა შენც ჩემთან ერთად გადახედავ ადამიანთა ცხოვრებას!
ადამიანებს ჰგონიათ,რომ ისინი ყველა ერთმანეთისგან განსხვავებულები არიან,არადა ის არ იციან,რომ ისინი ყველა ადამიანები არიან,უბრალოდ თავიანთ ცხოვრებას ყველა თავისით ქმნის,თავისი გონებითა და გულით…არცერთი განსხვავდება ერთმანეთისგან,მათ ყველას ადამიანი ჰქვიათ,ისინი შეხედვით არიან სხვადასხვაგვარი,მაგრამ მაყველას სული აქვთ…მე მათ ყველაფრის შესაძლებლობა და შანსი მივეცი,ისინი ყველაზე მნიშვნელოვანს უმნიშვნელოდ მიიჩნევენ,ან პირიქით…ზოგჯერ ჰგონიათ,რომ ისინი ყველაზე განსაკუთრებული და განსხვავებულნი არიან,მე ყველა ერთნაირი გავაჩინე და ყველას მივეცი ერთნაირი თვისებები,მაგრამ არა ერთი დოზით…ზოგან მეტია,ზოგან ნაკლები…ასე,რომ არ იყოს მათ ერთმანეთი აღარ მიიზიდავთ,რაც მათ არ აქვთ სწორედ ის აინტერესებთ სხვაში! ზოგი ცხოვრებას ისე გალევს,ერთხელ არ შეებრალება სხვა…ზოგიც კი პირიქით! ზოგი ლოცულობს,მაგრამ არ იცის ვინ ვარ მე,ან რატომ ლოცულობს,უბრალოდ ლოცულობს,რადგან ეს ლოცვაა..

ადამიანი: -ღმერთო,რატომ არის დედამიწაზე ამდენი ცოცხალი არსება და მაინც ყველა,რომ ცოცხალია ადამიანები რატომ ართვამენ სხვა ცოცხალ არსებებს სიცოცხლეს?!

ღმერთი:_მარტო ადამიანი,რომ გამეჩინა ისინი ერთმანეთსაც შეჭამდნენ…მათთვის გავაჩინე,ყვავილი,თევზი,ზღვა…რადგან ამით მათ ცხოვრებას უფრო საინტერესოს გავხდიდი,მე მათ ყველაფერი მივეცი და ისინი ჩემს ნაშრომს ანადგურებენ,ჩემს ნაწვალებს…მე ხომ ყველაფერი თქვენთვის მინდოდა და თქვენ ჩემთვის!

ადამიანი: _ღმერთო,რატომ ხდება დედამიწაზე ამდენი კატასტროფა?რატომ კვდება ამდენი ადამიანი? ჩვენ ვართ ამაში დამნაშავე?

ღმერთი:–მე ნუ დამაბრალებთ ნურაფერს,ყველაფერი ადამიანის ბრალია…მე მხოლოდ სული გაჩუქეთ სხვას ნუ მკითხავთ!ადამიანს გონება მივეცი და როგორც ბავშვი ვითარდება ზრდასთან ერთად,ასევე განვითარდა ადამიანის გონებაც…მან თავისი ხელით შექმნა და გამოიგონა მისი სიკვდილის გამომწვევი ნივთები თუ სხვადასხვა საგნები!ატომური იარაღები…იმდენად ისწრაფვის წინ,რომ ზოგჯერ დაუფიქრებლადაც იგონებს ისეთ რაღაცეებს რასაც შემდგომ უამრავი ცოცხალი არსების სიკვდილი მოჰყვება!
მე დედამიწა ადამიანებს ვაჩუქე,ეს მათი სახლია და იქ რაც ხდება მათი ბრალია! აქ დრო სწრაფად გადის,მაგრამ არასდროს ჩერდება,ჩემთან მოსულ ადამიანებს საუკუნოობით ველაპარაკები და ვასწავლი იმას რაც დედამიწაზე ვერ შეისწავლა…
ადამიანი:_ ღმერთო ახლა რა მელის?
ღმერთი:_ ამიერიდან შენ აქ იცხოვრებ,ამ სახლის წევრი ხარ…შენ გელოდებიან!ისინი ვინც დედამიწაზე დაკარგე…დროა მათ შეხვდე თეთრი სინათლის უკან,სადაც ყველაფერი მარადიულია!…

 

ხო მართლა, ეს ჩემი მე-20 პოსტია. მომილოცეეთ რაა :(

მიხარია, ბავშვივით მიხარია. თქვენ არ იცით რა კარგ პოსტებს გიმზადებთ!

ღმერთი

July 12, 2011

შენ ღმერთი ვინ გგონია? წვერებიანი ბაბუა? ღრუბლებზე ზის და პირს რომ იბანს წვიმა მოდის? ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ცხადი და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი, რომ ღმერთია, ვერ წარმოიდგენ, რომ ღმერთია, არ გჯერა, რომ ღმერთია, ამაშია ღმერთის უბედურება, ამიტომ არ წამთ ღმერთი, ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა. ამაშია საქმე!

ღმერთი მაშინ უნდა იწამო, ღმერთის სახე რომ არ აქვს, რომ არ გავს ღმერთს, რომ არ გეუბნება, ღმერთი ვარო, პირს რომ გიყოფს, სადილს რომ გიკეთებს, ტანზე რომ გაცმევს, თავზე რომ გახურავს, გიღიმის და გეფერება, გკოცნის და ტირის შენი გულისთვის, კვდება შენი გულისთვის, ცივა, წყურია, შია შენთან ერთად, სულს აძლევს ეშმაკს შენი გულისთვის, მაშინ უნდა იწამო. აბა, ღმერთმა თუ თავისი სახე გაჩვენა, კედელთან მიგაყენა, ყური აგიწია და თვითონ გითხრა ღმერთი ვარ და მიწამეო, მაშინ რარად უნდა ღმერთს შენი რწმენა? ასეთ ღმერთს შენ კი არა, ყველა იწამებს. ღმერთი მაშინ უნდა იწამო, შენ რომ გგავს, მე რომ მგავს … -გასაგებია?

პ.ს.  ღმერთს გაუმარჯოს, ჩემსა და შენს ღმერთს, რომელიც ღრუბელზე არ ზის, რომელსაც პირის ბანის დროს წვიმა არ მოყავს და რომელიც ჩვენი გულისთვის სულს აძლევსეშმაკს.

ეს კი ვიდეო რომელშიც ქრის ტომლინი მღეის სიმღერას Our God Is Greater მოუსმინეთ სიტყვებია არაჩვეულებრივი.

ხვალ, ხვალ, ხვალ ..

July 3, 2011

ხვალ – ყველაზე მაგარი დღე.. რამდენი ხანი ველოდებოდი.. ზაფხული, მზე, ზღვა .. მომილოცეეთ!!
ესე იგი ხვალ მივდივარ ქობულეთში.. ვინც მიდიხართ (მალე დავწერ პოსტს ჩემს შესახებ)  თუ მიცნობთ გამაჩერეთ.. მესიამოვნება.. რა დიდი სიხარულით ავივსები თქვენ არ იცით! მოკლედ ღამე თერთმეტის ნახევარზე  ჩამოდგება ბაქანზე მატარებელი თბილისი-ბათუმი.. და ჰერი ჰერი ქობულეთისაკენ.. ამ ცხელ არა უცხელეს, საშინელ ზაფხულში გაგრილება ნამდვილად არ მაწყენს! :* <33

 

HP – Fan for LIFE

July 1, 2011

ყველას სხვადასხვა გემოვნება აქვს, ზოგს ის მოსწონ ზოგს-ეს .. გემოვნებაზე დავა ნამდვილად არაა მიზანშეწონილი ეს ხდება მუსიკაზე, წიგნებზე, ჩაცმულობაზე და ასე შემდეგ. დასაწერად ავირჩიე წიგნები, რადგან მე თვითონ მხვდება გარკვეული წინააღმდეგობები, რადგან ჰარი პოტერს ვკითხულობ. ბევრს დასაცინად არ ჰყოფნის, ზოგიც იმას ამტკიცებს რომ სატანიზმია, ეშმაკისეულია.. ამას ადრეც ამბობდნენ და ახლახ ამბობენ! ინტერესი გამიჩნდა ამ წიგნისადმი, და მინდოდა მე თვითონ გამეგო, წამეკითხა და თუ მთლიანად ისეთი აღმოჩნდებოდა როგორც საზოგადოება ახასიათებდა, მეც ავყვებოდი მათ იმის ძახილში – თუ როგორი სატანისეულია როულინგის წიგნი – ჰარი პოტერი.

დავიწყე პირველი წიგნის კითხვა და რომ ვერაფერი აღმოვაჩინე მასში გადავედი შემდეგებზე და ასე გავხდი “პოტერომანი” .. მე ასევე ვკითხულობდი ანტიპოტერულ სტატიებს და გადავაწყდი ასეთს (ამ საიტის ლინკი ჰარი პოტერის ქართული ფანკლუბის გვერდზე ვნახე) : დააჭირეთ აქ! .. პირველ რიგში მინდა მადლობა მოუხადო ამ სტატიის ავტორს რომელმაც ასე კარგად დაახასიათა და უფრო შემაყვარა ჰარი პოტერი.. მან მოიხსენია როულინგის წიგნი როგორც: “„წიგნთან დააბრუნა ბავშვები“ , ლეგენდარული „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ და ა.შ.

მიკვირს იმ ხალხის, რომელსაც ეს არაჩვეულებრივი ნაწარმოები წაკითხული არ აქვს და ამტკიცებს რომ სატანიზმია, მხოლოდ იმიტომ რომ უმრავლესობაში გამონაკლისი არ იყოს. არადა პოტერიანაში არის უამრავი დადებითი რამ, ბევრ რამეს მიგახვედრებთ რეალურ სამყაროში! ყოველ ტომში პირდაპირ, ქარაგმების გარეშე არის ნახსენები რომ სიყვარული არის ერთადერთი გრძნობა რომელსაც ვერანაირი სხვა გრძნობა, ძალა და წყევლა წინ ვერ აღუდგება! სწორედ ჰარის დედის სიყვარულმა გადაარჩინა ჰარი. სწორედ, მისი დედობრივი სიყვარულის, თავგანწირვის წყალობით დარჩა ცოცხალი პატარა ჰარი! ხოლო ძალაუფლების მოხვეჭის სურვილით დაბრმავებული, ბოღმით სავსე, ბოროტი ბნელი ბატონი ვოლდემორი ძალადაკარგული, უფორმოდ, უსხეულოდ 14 წელი უგზოუკვლოდ გადაიკარგა. ნუთუ რა არის ამაში ეშმაკისეული? რათქმაუნდა არაფერი!

ვაგრძელებს თხრობას.. სწორედ ჰარია ის ერთადერთი რომელიც გადაურჩა მომაკვდინებელ წყევლას, ის რჩეულია! 14 წლის შემდეგ ვოლდემორი კლვლავ ბრუნდება და 7 ტომამდე მათი ბრძოლაა. ეს მთავარი. ხოლო საერთოდ წიგნი სავსეა რეალურობით! გმირებს ერთმანეთი უყვარდებათ, ხცოვრება სავსეა თავგადასავლებით. ბერვჯერ უვლიათ უჩინმაჩინის მოსასხამის ქვეშ და ბიბლიოთეკაში უხეტიალია, აკრძალულ სექციაში, რადგან, ფილოსოფიურ ქვაზე ცდილობდნენ რაიმეს გაგებას. თამშობენ ქვიდიჩს, ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი, ასევე სამი ჯადოქრის ტურნირი რომელიც სავსეა საინტერესო მომენტებით. ქმნიან საიდუმლო დაცვის არმიას. რათა ივარჯიშონ ბნელი ძალებისგან თავდაცვაში, როდესაც მასწავლებელი არ აძლევს პრაქტიკული ცოდნის მიღების საშუალებას! სეირნობენ ჰოგსმიდში, სტუმრობენ ტყუპ უისლების ჯადოსნური ოინების მაღაზიას.. იგებენ საიდუმლო ოთახის შესახებ და ცილობენ გააღონ იგი. პოულობენ მიშველე-ოთახს რომელიც მხოლოდ მაშინ ჩნდება როდესაც ძალიან გჭირდება. ასევე გადაარჩინეს ჰიპოგრაფი ბაკ-ბიკი, ამავდროულად ჰარის ნათლია და ერთად გააპარეს! და კიდევ უამრავი საინტერესო, სასიყვარულო, სასაცილო რამ. არც იუმორი აკლია წიგნს, არც ბრძნული ფრაზები.. რამდენიმეს გავიხსენებ რომელიც ძალიან მომეწონა..

  • “ადამიანი უნდა დააფასო იმით თუ როგორ ეპყრობა არა თანასწორს არამედ თავისზე დაბლა მდგომ არსებას”
  • “კარგად მოწყობილი ტვინისთვის სიკვდილი მორიგი დიადი თავგადასავალია”
  • “სიკვდილი – უკანასკნელი მტერი, რომელიც უნდა განადგურდეს”.

ერთი სიტყვით ვისაც ჯერ კიდევ ჰგონია ეს წიგნი ეშმაკისეული მაშინ წაიკითხოს ეს მსოფლიო ბესტსელერი ყველა ასაკის მკითხველისთვის და იმოგზაუროს ჯადოსნურ სამყაროში… რას კარგავენ? “ჰარი პოტერი” ეს არის წიგნი სადაც დაინახავ რეალურ სამყაროს უფრო სხვანაირად, უფრო საინტერესოდ, მეტი შესაძლებლობებით და რაც მთავარია ჯადოქრული სამყაროს თვალით!

I'm HP Fan For LIFE

როდესაც გტკივა

June 29, 2011

მენატრება პატარაობა. ალბათ შენც ხო? ისევ მინდა მხოლოდ იმიტომ ვტიროდე, რომ დღეს პირველად წამიყვანეს სკოლაში და დედა წავიდა. ღმერთო გააჩერე წლები, დამაბრუნე როცა თოჯინა ჩემზე მაღალი იყო და ძლივს მივათრევდი, როცა მეგონა რომ შეყვარებული მყავდა, რომელიც მხოლოდ მე მომწონდა.

ყოველ წელს საშინელებებს ვიგებ, უფრო სწორად ცხოვრებას ვეცნობი. ეხლა არ მიკვირს რატომ იშლებიან მოხუცები ჭკუიდან. მათ უკვე ყველაფერი შეიტყეს ამ ჯოჯოხეთის შესახებ. ვინ იცის იქნებ შენც იგივეს განიცდი, მაგრამ რატომღაც მხოლოდ სკაიპის სტატუსზე წერ, რომ ვინმემ ითანაგრძნოს, ვინმემ მოგწეროს და შენ ამით ბედნიერი ხარ. მე არ მჯერა ადამიანის, რომელიც გკითხავს რა გჭირს? ვაფასებ ადამიანს, რომელიც უსიტყვოდ ჩამივლის და არ შემიბრალებს, მხოლოდ იმიტომ რომ მას ეს გამოცდილი აქვს და ისიც იმავეს ებრძვის.

რატომ ვართ დღე ყველა ბანალური? გრძნობებს ვერცერთი სიტყვით გადმოვცემთ. დავიჯერო მასას სიტყვებსი პოვნა უჭირს? უფალმა ალბათ არც შექმნა მისი გამომხატველი სიტყვა, ეგრე ჩვენ ვფიქრობთ. სინამდვილეში სიტყვები: მიყვარხარ, მომენატრე, ცუდად ვარ– ეს ჩვენ გავაუფასურეთ.

როგორ მინდა დედაჩემი ეხლა სამსახურში კი არ იყოს, ზღაპარს თავთან მიკითხავდეს. როგორ მინდა ტრაქტორის მეშინოდეს, რომელის მოახლოებაზეც გავრბოდე. მინდა როგორც ბავშვობაში ისე დავიკარგო, ნეტა მაშინ რატომ ვტიროდი? ეხლაც ხომ მარტო ვარ. კლავიატურასაც კი უჭირს ჩემი გაგება, error–ს რომ მიწერს? დავიჯერო, რომ ღამით დაძინებისას რაღაცას შენთვის ჩუმად ფიქრობ, და როცა იგივე გინდა მეგობარს მოუყვე სიტყვებს ვერ პოულობ? მაგ დროს გეშლება შენ თავზე ნერვები, რადგან სიტყვები წინა ღამით დაალაგე. აი სად გეშლება, შენ გრძნობები დააწყვე, რომელიც არეული გქონდა, სიტყვები კი დღეს აღარაფერს ნიშნავს.

უფალო რამდენჯერ დამიმიტკიცე რომ არსებობ? ზუსტად იმდენჯერ რამდენჯერაც შემოგჩივლე, რომ ჩემთან არ ხარ. შენ კი ყოველთვის მპასუხობ, რომ მეორე ფეხის ნაფეხურები შენია. თუმცა როდესაც გეკითხები გასაჭირში რატომ რჩება მხოლოდ ერთი ნაფეხური, სწორედ ესე გვპასუხობ: ” მე შენ ხელში აყვანილი დამყავხარ”.

არ ვიცი შენ ასე მოგდის თუ არა, მე კი. ზოგჯერ ვიცინი ჩემთვის უაზროდ, დამვიწყებია რომ კლასსჰი ვზივარ. ამ დროს მასწავლებელი შემოგხედავს და გეტყვის, რაზე იცინი მითხარი და ერთად გავიცინოთ. რა ვუთხრა? ის რომ გავაფრინე? თუ ის, რომ ტირილს ხანდახან უაზრო კბილების ღრეჭვა მოყვება. ყველა დამცინებს, არა შემიცოდებს. მე ეგ არ მჭირდება, მე არავის შესაცოდი არაფერი მჭირს. მე შენ ვერ დამეხმარები, რადგან თავად უფალს არ ვეცოდები. აი კიდევ ერთი , რომელმაც დამღუპა. რატომ ხდება რომ მათემატიკის გაკვეთილზე წესს ზეპირად ამბობ და ამოცანას ვერ აკეთებ? იმიტომ რომ პრაკტიკაა. ერთ დასკვნას მივაგენი–ცხოვრება მათემატიკა ყოფილა, თეორიულად ყველაფერს ვეთანხმებით და ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით, პრაკტიკაში კი ყოველთვის ვიჭრებით.

 

ეს არც ჩანაწი გეგონოთ, არც დღიურის ფრაგმენტი. არც ვიცი რა დავარქვა. სათაურიც უაზრო მეჩვენება და ვბრაზდები. ზუსტად იგივე განმეორდა. აქაც არ ამოთქვა სიტყვებმა ჩემი აზრი, ისე როგორც მსურდა.

მღვდლის აღსარება

June 27, 2011

ეს არც ჩემი დაწერილი არაა და არც მოგონილია. რამდენიმე კვირის თუ თვის წინ რომელიღაც საიტზე წავაწყდი, წაკითხვა დამეზარა და უბრალოდ შევინახე. დღეს, კომპიუტერს ზედმეტი ხარახურისგან ვასუფთავებდი და წავაწყდი. დავიწყე კითხვა და ცრემლები მომადგა ეს უბრალოდ არაჩვეულებრივი რამაა (არც ვიცი რა დავარქვა) უბრალოდ ნახეთ მე სითბო, თავგანწირვა და დიდი სიყვარული ვიგრძენი! ეს არის მღვდლის აღსარება რომლის ანალოგი მე პირადად არ წამიკითხავს!

იქნებ შემიყვარო ?! 

 -არა! 

თითოეული შეხვედრა ამ სიტყვებით მთავრდებოდა. 

ალბათ ძალიან სასტიკი ვიყავი, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო, არ შემეძლო ისე მოვქცეულიყავი თითქოს მიყვარდა, სჯობდა თავიდანვე სცოდნოდა რომ, არ შემეძლო და არც მინდოდა მისი სიყვარული, ის კი ელოდა ელოდა ჩემს სიყვარულს სიყვარულს რომელიც იცოდა რომ არასოდეს მივიდოდა მასთან, იცოდა მაგრამ მაინც ელოდა. 

ის ყოველთვის მიმეორებდა რომ სიცოცხლის ბოლომდე ვეყვარებოდი. ასეც მოხვდა მას სიცოცხლის ბოლომდე ვუყვარდი, სიცოცხლის რომელიც დიდხანს არ გაგრძელებულა. ამას არასოდეს ვაპატიებ საკუთარ თავს, მინდა ისე ვიცხოვრო რომ ცოდვა აღარასოდეს ჩავიდინო, მაგრამ ნუთუ შეიძლება რომ ადამიანმა ამaზე მეტი ცოდვა ჩაიდინოს რაც მე ჩავიდინე?! ახლა ვხვდები რომ სჯობდა მონასტერს შევლეოდი და სიყვარული მეღიარებინა, მაგრამ გვიანია… 

ის ადამიანი აღარ არის ვისთვისაც ამ მსხვერპლს გავიღებდი, მან იმ დღეს მიმატოვა როცა მღვდლად მაკურთხეს, მან მონასტერში მომაკითხა, უნდოდა კიდევ ერთხელ ეთქვა როგორ ვუყვარდი. 

კიდევ ერთხელ მკითხა -იქნებ შემიყვარო?! მაგრამ მე არ ვაღიარე რომ მიყვარდა… 

ალბათ ჩემი სიყვარული იმდენად ძლიერი არ იყო რომ მონასტერი მიმეტოვებინა, მან მითხრა რომ ამ შეკითხვას უკანასკნელად მისვამდა, უნდოდა ბოლო მოეღო იმ ტანჯვისთვის რასაც “მღვდლის სიყვარული” ერქვა. 

თუკი ჩემი პასუხი უარყოფითი იქნებოდა, მაშინ ის შემპირდა რომ რაღაც ისეთს გააკეთებდა, რასაც მე მთელი ცხოვრება ვინანაებდი. მაშინ ვერც კი ვხვდებოდი რა შეიძლებოდა იმ პატარა სიკეთით სავსე გულს გაეკეტებინა, ისეთი რასაც მერე მე ვინანებდი. 

-იქნებ შემიყვარო? 

-არა! ვუპასუხე მე. 

ის ნელა წამოდგა, თვალებში შემომხედა, მითხრა რომ არჩევანი გამეკეთებინა იმაზე თუ როგორ მერჩივნა, მეყურებინა მისი სიკვდილისთვის თუ ლაჩრულად დავმალულიყავაი. …შემეშინდა …შემეშინდა რადგან არ ვიცოდი ის ამის გამკეთებელი მართლა იყო თუ არა, მართლა შეეძლო თავი გაეწირა კაცისთვის რომელსაც არ შეეძლო და არც უნდოდა მისი სიყვარული. 

…მაგარამ შეძლო …ჩამეხუტა …მერე კი ჩქარი ნაბიჯებით ქუჩისკენ წავიდა, უკან გავყევი, გული თითქოს მეუბნებოდა რომ მას უკანასკნელად ვხედავდი, მაგარამ არ მჯეროდა, საკუთარ თავს ვარწმუნებდი იმაში რომ ის არ დამტოვებდა… 

ქუჩაში მანქანები მოძრაობდნენ ყველა ჩემსკენ იყურებოდა, მე კი მღვდლის სამოსში გამოწყობილი მივდიოდი და სხვებს ვერც კი ვამჩნევდი მხოლოდ მას ვხედავდი, თვალები მხოლოდ მისთვის მქონდა ღია როცა შუა ქუჩაში მანქანების მოძრაობას მიუახლოვდა, შემობრუნდა, ნაზ ხელის გულზე ტუჩები შეახო და კოცნა ჩემთან გამოგზავნა. თვალებში მიყურებდა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მერე ჩუმად რაღაც ჩაიჩურჩულა, ალბათ კიდევ ერთხელ მითხრა სიტყვები რომელიც არაერთხელ უთქვამს:”მიყვარხარ”! 

ვგრძნობდი რომ ეშინოდა, მისი თითოეული ნაბიჯი შიშით იყო გადადგმული, ეშინოდა მაგრამ იმედიც ჰქონდა, იმედი იმის რომ მივიდოდდი და ვუშველიდი, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემეძლო, ვერ ვტოკდებოდი, ადგილზე ვიყავი გაყინული, მინდოდა დამეძახა მაგრამ ბაგეები გამეყინა თითქოს აღარ უნდოდათ ლაპარაკი, აღარაფერი შემეძლო, უნდა დამეცადა როდის დამტოვებდა, ვიცი დამნაშავე ვარ მაგრამ არაფერი შემეძლო, დალოდების გარდა …ლოდინი დიდხანს არ გაგრძელებულა, უცებ გაქრა, რაღაც შავმა ის შორს გაისროლა, მხოლოდ მაშინ შევძელი გატოკება როცა ხალხის კივილი გავიგონე. 

მაშინ მივხვდი რომ ის ერთადერთი დავკარგე რაც გამაჩნდა, ის ერთადერთი ვისაც ნამდვილად ვუყვარდი… 

ახლოს მივედი, ჯერ კიდევ ცოცხალს თვალებში შევხედე, მინდოდა მეთქვა რომ მიყვარდა, მაგრამ იქ ხალხი იყო, არ შემეძლო ჩემი სიყვარული მეღიარებინა. ის კი მიმეორებდა: -მიყვარხარ, მიყვარხარო, 

მე კი მხოლოდ თვალებში ვუყურებდი, მინდოდა თვალებით მაინც მეთქვა სიტყვები რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდებოდა: 

-”მეც მიყვარხარ”. 

…მისი თვალები ნელ-ნელა გაშტერდა, ტიროდა და მხოლოდ ჩემსკენ იყურებოდა, მისი მზერა სევდით სავსე ტკივილს გადმომცემდა. ჩემი ცრემლები მის გაფითრებულ სახეზე ეცემოდა, იყინებოდა მაგრამ მაინც თბილი იყო, თბილი დიდი სიყვარულისგან… 

ვიგრძენი როგორ ამოვიდა მისი ბაგეებიდან უკვდავი სული, ნელ-ნელა მტოვებდა და ბოლოს თითქოს ნაზად მოგეალერსაო, ისეთი სითბო ვიგრძენი… მაშინ მივხვდი რომ სამუდამოდ დავკარგე. ხალხი ირეოდა, მხოლოდ ის მახსოვს რომ მისი თვალები მაინც ტიროდა, ტიროდა მანამდე სანამ მიწას მიებარებოდა, ყველას უკვირდა, ასეთი საოცრება არავის ენახა. მაშინ ჩემს ცხოვრებაში პირველად ვინატრე რომ მღვდელი არ ვყოფილიყავი რადგან არ მინდოდა იმ ადამიანის საფლავზე მელოცა რომელიც მე მოვკალი… არ მინდოდა მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, როცა საფლავთან მივედი ირგვლივ ბევრი ხალხი ტრიალებდა, მეგონა ყველამ იცოდა ჩემი დნაშაულის შესახებ თავი დავხარე და ლოცვის კითხვა დავიწყე, ლოცვის რომლის წაკითხვის უფლებაც არ მქონდა …თვალწინ მხოლოდ მისი თვალები მედგა ცრემლიანი თვალები… 

იმ დღის შემდეგ ყოველ ღამე ვლოცულობ, მისი სულისთვის, მინდა რომ ისეთივე ბედნიერი იყოს როგორც ჩემს გვერდით იყო, მაგრამ მე ამ ბედნიერების უფლებას არ ვაძლევდი, ამას სიცოცხლის ბოლომდე ვინანაებ, ვინენებ იმასაც რომ ასეთი უგულო ვარ. ბევრჯერ თავის მოკვლაც მიცდია მაგარამ მერეე მიფიქრია რომ მას არ მოუნდებოდა მკვადარი ვენახე. 

მინდა მასთან ერთად სამოთხეში მოვხვდე მაგრამ ვიცი რომ ეს შეუძლებელია, ისევე როგორც მან იცოდა რომ ჩვენი სიყვარული შეუძლებელი იყო!…მაპატიე!.. 

მე&ბლოგი

June 21, 2011

მომენატრა აქაურება და დავბრუნდი.. ზამთარში ვიფიქრე დრო არ მაქ ვერაფერს ვეღარ ვასწერებ კომპიუტერთან ჯდომასაც ვერ ვასწრებ და ალბათ ჩემ ბლოგზე მკითხველთა სიმცირესაც ეს განაპირობებს მეთქი მაგრამ მერე მომენატრა საშინლად მომენატრა წერა და რა თქმა უნდა ჩემი ბლოგიც..

ისე დარწმუნებული ვიყავი რომ ზაფხულში დავბრუნდებოდი რადგან დრო მექნებოდა უამრავი. მართლაც ასე მოხდა იმდენი დრო მაქვს დახარჯვაც კი მეზარება.. საშინელი დროა გარეთაც ვეღარ გახვალ ისე ცხელა.. დავბრუნდი და რეიდან დავიწყებ პოსტების მომზადებს ალბათ წაიკიტხავთ კიდევაც : )

Follow

Get every new post delivered to your Inbox.