Skip to content

რატომ? (1)

March 24, 2011

კითხვები, რომლებზეც პასუხებსაც აქვე იხილავთ
1. მაღლივ შენობებში ვიბრაციულ მოწყობილობებს (ელექტროძრავებს) დგამენ სპეციალურ რეზინის ან ლითონის ამორტიზატორებზე. რატომ?
2. როცა მცირე ზომის ზღვის ტალღები უახლოვდება დახრილ ნაპირს, მასზე ქაფიანი თხემი წარმოიქმნება. რატომ?
3. გაჩერებული მატარებლის ბორბლებს ამოწმებენ ჩაქუჩის დარტყმით. რატომ?
4. რატომ ფუთავენ სუფლიორის ჯიხურს ქეჩით?
5. რატომ არ მიიღება ექო მცირე ზომის ოთახში?
6. დედამიწის ზედაპირიდან 3 კმ-ზე მეტ სიმაღლეზე ვერ გავიგებთ ვერავითარ ბგერას, რომელიც წამოსულია დედამიწის ზედაპირიდან. რატომ?
7. რატომ უცვლიან ფირსაკრავს ნემსს?
8. დაძახების დროს, როცა გვინდა ხმა შორს მივაწვდინოთ, ხელები პირთან მიგვაქვს ხოლმე. რატომ?
9. შეუძლია თუ არა ადამიანს თავის ჩრდილს გაუსწროს?
10. დაორთქლილ მინაზე დახატული ფიგურა კარგად ჩანს. რატომ?

პასუხები

1. რომ გამორიცხონ ვიბრაციის გადაცემა შენობის კარკასზე.
2. ნაპირთან მიახლოებისას ტალღების ქვედა შრეები მუხრუჭდება ფსკერთან ხახუნის გამო, ხოლო ზედა შრეები ინარჩუნებენ სიჩქარეს, წინ უსწრებენ ქვედა შრეებს და ღებულობენ ისეთ მახვილ ფორმას, რომ მათი წვეროები წყდება, გაიბნევა და ქმნის ქაფის თხემს.
3. ჩაქუჩის დარტყმა ბორბალზე იწვევს ბორბლის რხევას, ამასთან წარმოიქმნება ბგერა. მასიური ბორბალი და ბზარის მქონე ბორბალი სხვადასხვა ბგერას გამოსცემს…
4. რომ არ გავრცელდეს სუფლიორის ხმა მთელ დარბაზში.
5. ოთახში ადგილი აქვს ბგერის არეკვლას კედლებიდან, იატაკიდან, ჭერიდან და ხდება არეკვლილი და ძირითადი ბგერების ზედდება.
6. დედამიწის ზედაპირიდან წასული სხივები ვრცელდება 2,5-3 კმ სიმაღლეზე. ნაკლები სიმკვრივის ჰაერში გადასვლისას ისინი აირეკლებიან და ისევ დედამიწაზე ბრუნდებიან.
7. ნემსი ძალიან მახვილი უნდა იყოს, რომ მისი ბოლო მოძრაობისას გაჰყვეს ბგერითი ბილიკის ყველა უსწორმასწორობას.
8. ხელების საშუალებით ვაკეთებთ რუპორს, რომელიც ბგერის გავრცელების მიმართულებას უზრუნველყოფს ერთი კონკრეტული მიმართულებით.
9. შეუძლია, თუ ჩრდილი წარმოიქმნება კედელზე, რომლის პარალელურადაც გარბის ადამიანი, ხოლო სინათლის წყარო ადამიანზე უფრო სწრაფად მოძრაობს იმავე მიმართულებით.
10. დაორთქილი მინა გააბნევს სინათლის სხივებს და თეთრ-რძისფერი მოჩანს, ხოლო იმ ადგილებში, სადაც წაშლილია წყლის წვეთები, მინა შავად ჩანს (თუ მუქი ფონია); ან ნათელია (თუ ფონი ღიაა).

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: