Skip to content

დემონები

March 25, 2011

დემონები – მათი წოდებები, ფუნქცია, მოვალეობები და ზოგადად ინფორმაცია მათ შესახებ.

Lucifer— სახელი, რომლითაც მოიხსენიება რამდენიმე მითოლოგიური არსება და რომელსაც ქრისტიანულ  სარწმუნოებაში განდგომილ ანგელოზს, სატანას, უწოდებენ. განდგომილ ანგელოზზე მითითება მომდინარეობს    ბიბლიის ტექსტში (ისაია 14:3-20) ნახსენები წინადადების ინტერპრეტაციაზე, რომელშიც ვინმე, სახელით  “დილის ვარსკვლავი” (ლათ. Lucifer) ზეციდან ჩამოგდებულად მოიხსენიება. იგივე ლათინური სიტყვა არის გამოყენებული დილის ვარსკვლავის აღსანიშნავად პეტრეს სახარებაში და სხვაგანაც, თუმცა მას სატანასთან კავშირი არ აქვს. მიუხედავად ამისა, მრავალ გვიანდელ წერილებში ეს ლათინური სიტყვა თარგმანის გარეშეა გამოყენებული, როგორც სატანის ზუსტი სახელი.

ლათინურად სიტყვა “Lucifer”, რაც ნიშნავს “სინათლის მომტანს” (სიტყვებიდან lux, lucis, “სინათლე”, და ferre, “მოტანა, გაჩენა”), “დილის ვარსკვლავის” სახელია (ანუ პლანეტა ვენერა მისი გარიჟრაჟზე გამოჩენისას).

LUСIFЕR-იმპერატორი

BELZEBUTH-თავადი

ASTAROTH-უმაღლესი ჰერცოგი

შემდგომ მოდიან უმაღლესი სულები,რომლებიც იმყოფებიან ზემოთჩამოთვლილთა მორჩილების ქვეშ:

LUCIFUGE-პირველი მინისტრი

SATANACHIA-უდიდესი მხედართმთავარი

AGALIAREPT-ასევე,მხედართმთავარი

FLEURETY-მრჩეველი

SARGATANAS-ბრიგადირი

NEBIROS-მარშალი

ეს ექვსი უმაღლესი სული მეთაურობს ჯოჯოხეთის მთლიან ძალაუფლებას და დანარჩენი სულების ძალას,რომლებიც არიან თვრამეტნი.კონკრეტულად კი:

Bael, Agares, Marbas, Pruslas, Aomon, Barbatos, Buer, Gusoyn, Botis, Bathim, Pursan, Eligor, Loray, Valefor, Farail, Ayperos, Naberus, Glasialabelas

LUCIFUGE–ს ემორჩილებიან პირველი სამი: Bael, Agares, Marbas

SATANACHIA–ს Pruslas, Aomon, Barbatos

AGALIAREPT–ს Buer, Gusoyn, Botis

FLEURETY–ს Bathim, Pursan, Eligor

SARGATANAS–ს Loray, Valefor, Farail

NEBIROS–ს Ayperos, Naberus, Glasialabelas

1. პირველ მათგანს LUCIFUGE ROFOKAL–ს(ჯოჯოხეთის პირველი მინისტრი) თავის ქვეშევრდომებთან ერთად აქვს ძალაუფლება მთელ სიმდიდრესა და ძვირფასეულობაზე სამყაროში.

2. მეორე მათგანს SATANACHIA–ს თავის ქვეშევრდომებთან ერთად შეუძლია დაიმორჩილოს გამომძახებლისათვის მთელი გოგონები და ქალები და გააკეთებინოს მათ ის რაც მოესურვება.

3. მესამე– AGALIAREPT–ი ხსნის ყველა დაფარულ საიდუმლოს რაც კი არსებობს მთელ ქვეყანაზე.

4. მეოთხე FLEURETY–ის შეუძლია ერთ ღამეში გააკეთოს ის საქმე რომელიც აუცილებელია ამ დროში გაკეთდეს.მას აგრეთვე შეუძლია ნებისმიერ ადგილას ჭექა–ქუხილის გამოწვევა.

5. მეხუთე SARGATANAS–ს კი შეუძლია გამომძახებელი გახადოს უჩინარი, გადაადგილოს იქ სადაც მას მოესურვება, გახადოს მისთვის ყველაფერი უხილავი–ხილული, გახსნას ნებისმიერი საკეტები, ასწავლოს მას მთელი ეშმაკობები და საიდუმლოებები შეყვარებულთა.

6. მეექვსე სული არის როგორც ვიცით NEBIROS–ი,რომელსაც აქვს ძალაუფლება ზიანი მიაყენოს ყველას ვისაც მოინდომებს. შეუძლია დაამზადოს ამულეტი მანდრაგორას ფესვიდან.ასწავლის მეტალების, მინერალების, მცენარეების თვისებებს, ასევე ყველა ცხოველის.მას შეუძლია მომავლის წინასწარმეტყველება და არის ერთ–ერთი უდიდესი ნეკრომანტი მთელ ჯოჯოხეთის სულებში. იგი ყოვლისმომცველია და თვალყურს ადევნებს ყველა ჯოჯოხეთის არმიას.

SAMAEL

უმაღლესი სული, დაუბადებელი, შეუქმნელი, მუდმივი, სიბნელე ყოველგვარი ნათელის გარეშე. მისი სიმბოლო არის შიშველი ხმალი შემხმარი სისხლით. ყველაფრის გამანადგურებელი უმაღლესი სიძულვილის მქონე. მისი სიტყვა კანონია ნებისმიერი რანგის და ნებისმიერი ბუნების დემონისათვის. სატანა არის–განდგომა, უარყოფა, ბელიალი კი სივერაგე .ისინი არიან სამაელის ორი სახე. პირველის სიმბოლოა–შავი მამალი, მეორის–ფრთებიანი ადამიანი.

 

 

 

 

 

LILITH

სამაელის მეუღლე. უფსკრულთა და ჭიაყელათა მბრძანებელი. ყველანაირი უსიცოცხლობის, უწმინდურობის დედოფალი. ლამიების, ბავშვთა მკვლელების მფარველი. ცხადდება როგორც შიშველი ულამაზესი ქალი ან როგორც მოხუცი ბებია შავ ტანსაცმელში.

 
Beelzebub

სიბნელის თავადი,დემონთა მეუფე,პირველყოფილი ბოროტება.მის სიძულვილს საზღვარი არა აქვს,ხოლო ძალა კი ამოუწურავი და დაუსრულებელი.ის შეიძლება გამოცხადდეს როგორც უდიდესი ფუტკარი,ცხენის თავი,შიშველი ადამიანი კანის გარეშე და მაღალი ხე.ის არის იმათთაგანი,რომელსაც ვერც ღმერთი და ვერც მისი მონა წინ ვერ აღუდგება.
ASMODEUS

მოხიბვლის,სიცრუისა და ტყუილის ძალა.ჯოჯოხეთის განძეულის მცველი და მფარველი.ცხადდება როგორც უდიდესი მეფე,ბრწყინვალე სამოსელში და შეუძლია გაამდიდროს და ძალაუფლება მისცეს ყველას,ვინც მას მიმართავს.მისი სიმბოლოა ანთებული ზეთის ლამპარი.მას ემორჩილებიან მგლები და ლეოპარდები.ის მბრძანებელია მაქციათა და სულების 72 თაგან(მეფე სოლომონის გოეთია იგულისხმება).მის საპატივსაცემოდ წვავენ და ანთებენ სტირაქსს და ამბრას.
ASTAROTH

გარდასახვათა მბრძანებელი.მიცვალებულთა მეუფე,ჯადოქართა მფარველი,ოქროს მაძიებელთა.მისი სახეა მყრალი წვიმა,მბრუნავი სიბნელე და შავი ქარბორბალა,რომლის შიგნიდანაც გამოდის სინათლე.მის ძალაუფლებაში შედის საზღვრების და კარების გაღება სამყაროთა შორის.
MOLOCH

ახალდაბადებულთა მშთანთქმელი,შეუბრალებელი შურისძიება,უმაღლესი მმართველი ჯოჯოხეთისა.დამწვარი სულების მბრძანებელი.მისი დამახასიათებელი ნიშნებია უმაღლესი შეუბრალებლობა და დაუმორჩილებლობა.მისი სიმბოლოებია რკინის ფეჩი და უდიდესი გამხმარი ხე.მისი გამოძახება შეუძლებელია,რამეთუ არ მოიძებნება დედამიწაზე ადგილი,რომელიც აიტანს და გაუძლებს მის ბუნებას.მისი სიმბოლო გამოსახული სახლის კარებზე,მოიტანს უბედურებას ამ სახლში,ხოლო მტრის ტანსაცმელზე ან მის ნაგლეჯზე,მოუტანს მტერს საშინელ სიკვდილს.უბრალო და საშიშია მისი მნიშვნელობა.ხუთი სამიანია მის შემცველობაში,რომელნიც მოასწავებენ დაბადებას მაგრამ არა სიცოცხლის,არამედ სიკვდილის…


2 Comments leave one →
  1. nick permalink
    May 30, 2011 3:30 pm

    ძალიან მომეწონააა!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: