Skip to content

საპირველაპრილოდ :)

April 7, 2011

არ გეშინიათ?😀 დღეს პირველი აპრილია, შესაბამისად, მოტყუებაც ადვილია. როგორც მარკ ტვენი ამბობდა, დღეს ის დღეა, როცა ყველას გვახსენდება – როგორები ვართ სინამდვილეში, დანარჩენი 364 დღის მანძილზეო🙂
პირველ აპრილს ახლობლების, მეგობრების ან მთელი სამყაროს მოტყუების ტრადიცია ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული. მისი წარმოშობის ადგილი და დრო კი ხშირი კამათის მიუხედავად, ზუსტად მაინც არავინ იცის. ზოგადად, “სულელების დღე”, ბევრ ისტორიულ წყაროშია მოხსენიებული.

დღეს პირველი აპრილის ტრადიციამაც ფრთები გაშალა – კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებების გამოყენებით ხომ ახლა უკვე ერთი და ორი ნაცნობის კი არა, რამოდენიმე ათეული, ასეული ან ათასეული ადამიანის მოტყუება გახდა შესაძლებელი!🙂

მეც შემოგთავაზებეთ ერთერთ კურიოზს რომელიც მე შემემთხვა.

ერთ პირველ აპრილს მობილურით გავგზავნე სმსები 30 უცნობ ნომერზე :” 50000 დოლარი უკვე მაქვს, ჩანთას ფულით ხვალ ღამის 3 საათზე დავტოვებ მრგვალ ბაღში რიგით მესამე სანაგვე ყუთში. როცა ფულს აიღებ შემატყობინე”. ღამით მე და ჩემი მეგობარი ჩავედით ვაკის პარკში და ოციოდე სხვადასხვა ასაკის ადამიანის საცოდაობას ვუყურეთ თუ როგორ დახვდათ სანაგვე ყუთში ჩანთა წერილით: დღეს პირველი აპრილია მოტყუება ადვილია :)))

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: