Skip to content

მღვდლის აღსარება

June 27, 2011

ეს არც ჩემი დაწერილი არაა და არც მოგონილია. რამდენიმე კვირის თუ თვის წინ რომელიღაც საიტზე წავაწყდი, წაკითხვა დამეზარა და უბრალოდ შევინახე. დღეს, კომპიუტერს ზედმეტი ხარახურისგან ვასუფთავებდი და წავაწყდი. დავიწყე კითხვა და ცრემლები მომადგა ეს უბრალოდ არაჩვეულებრივი რამაა (არც ვიცი რა დავარქვა) უბრალოდ ნახეთ მე სითბო, თავგანწირვა და დიდი სიყვარული ვიგრძენი! ეს არის მღვდლის აღსარება რომლის ანალოგი მე პირადად არ წამიკითხავს!

იქნებ შემიყვარო ?! 

 -არა! 

თითოეული შეხვედრა ამ სიტყვებით მთავრდებოდა. 

ალბათ ძალიან სასტიკი ვიყავი, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო, არ შემეძლო ისე მოვქცეულიყავი თითქოს მიყვარდა, სჯობდა თავიდანვე სცოდნოდა რომ, არ შემეძლო და არც მინდოდა მისი სიყვარული, ის კი ელოდა ელოდა ჩემს სიყვარულს სიყვარულს რომელიც იცოდა რომ არასოდეს მივიდოდა მასთან, იცოდა მაგრამ მაინც ელოდა. 

ის ყოველთვის მიმეორებდა რომ სიცოცხლის ბოლომდე ვეყვარებოდი. ასეც მოხვდა მას სიცოცხლის ბოლომდე ვუყვარდი, სიცოცხლის რომელიც დიდხანს არ გაგრძელებულა. ამას არასოდეს ვაპატიებ საკუთარ თავს, მინდა ისე ვიცხოვრო რომ ცოდვა აღარასოდეს ჩავიდინო, მაგრამ ნუთუ შეიძლება რომ ადამიანმა ამaზე მეტი ცოდვა ჩაიდინოს რაც მე ჩავიდინე?! ახლა ვხვდები რომ სჯობდა მონასტერს შევლეოდი და სიყვარული მეღიარებინა, მაგრამ გვიანია… 

ის ადამიანი აღარ არის ვისთვისაც ამ მსხვერპლს გავიღებდი, მან იმ დღეს მიმატოვა როცა მღვდლად მაკურთხეს, მან მონასტერში მომაკითხა, უნდოდა კიდევ ერთხელ ეთქვა როგორ ვუყვარდი. 

კიდევ ერთხელ მკითხა -იქნებ შემიყვარო?! მაგრამ მე არ ვაღიარე რომ მიყვარდა… 

ალბათ ჩემი სიყვარული იმდენად ძლიერი არ იყო რომ მონასტერი მიმეტოვებინა, მან მითხრა რომ ამ შეკითხვას უკანასკნელად მისვამდა, უნდოდა ბოლო მოეღო იმ ტანჯვისთვის რასაც “მღვდლის სიყვარული” ერქვა. 

თუკი ჩემი პასუხი უარყოფითი იქნებოდა, მაშინ ის შემპირდა რომ რაღაც ისეთს გააკეთებდა, რასაც მე მთელი ცხოვრება ვინანაებდი. მაშინ ვერც კი ვხვდებოდი რა შეიძლებოდა იმ პატარა სიკეთით სავსე გულს გაეკეტებინა, ისეთი რასაც მერე მე ვინანებდი. 

-იქნებ შემიყვარო? 

-არა! ვუპასუხე მე. 

ის ნელა წამოდგა, თვალებში შემომხედა, მითხრა რომ არჩევანი გამეკეთებინა იმაზე თუ როგორ მერჩივნა, მეყურებინა მისი სიკვდილისთვის თუ ლაჩრულად დავმალულიყავაი. …შემეშინდა …შემეშინდა რადგან არ ვიცოდი ის ამის გამკეთებელი მართლა იყო თუ არა, მართლა შეეძლო თავი გაეწირა კაცისთვის რომელსაც არ შეეძლო და არც უნდოდა მისი სიყვარული. 

…მაგარამ შეძლო …ჩამეხუტა …მერე კი ჩქარი ნაბიჯებით ქუჩისკენ წავიდა, უკან გავყევი, გული თითქოს მეუბნებოდა რომ მას უკანასკნელად ვხედავდი, მაგარამ არ მჯეროდა, საკუთარ თავს ვარწმუნებდი იმაში რომ ის არ დამტოვებდა… 

ქუჩაში მანქანები მოძრაობდნენ ყველა ჩემსკენ იყურებოდა, მე კი მღვდლის სამოსში გამოწყობილი მივდიოდი და სხვებს ვერც კი ვამჩნევდი მხოლოდ მას ვხედავდი, თვალები მხოლოდ მისთვის მქონდა ღია როცა შუა ქუჩაში მანქანების მოძრაობას მიუახლოვდა, შემობრუნდა, ნაზ ხელის გულზე ტუჩები შეახო და კოცნა ჩემთან გამოგზავნა. თვალებში მიყურებდა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მერე ჩუმად რაღაც ჩაიჩურჩულა, ალბათ კიდევ ერთხელ მითხრა სიტყვები რომელიც არაერთხელ უთქვამს:”მიყვარხარ”! 

ვგრძნობდი რომ ეშინოდა, მისი თითოეული ნაბიჯი შიშით იყო გადადგმული, ეშინოდა მაგრამ იმედიც ჰქონდა, იმედი იმის რომ მივიდოდდი და ვუშველიდი, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემეძლო, ვერ ვტოკდებოდი, ადგილზე ვიყავი გაყინული, მინდოდა დამეძახა მაგრამ ბაგეები გამეყინა თითქოს აღარ უნდოდათ ლაპარაკი, აღარაფერი შემეძლო, უნდა დამეცადა როდის დამტოვებდა, ვიცი დამნაშავე ვარ მაგრამ არაფერი შემეძლო, დალოდების გარდა …ლოდინი დიდხანს არ გაგრძელებულა, უცებ გაქრა, რაღაც შავმა ის შორს გაისროლა, მხოლოდ მაშინ შევძელი გატოკება როცა ხალხის კივილი გავიგონე. 

მაშინ მივხვდი რომ ის ერთადერთი დავკარგე რაც გამაჩნდა, ის ერთადერთი ვისაც ნამდვილად ვუყვარდი… 

ახლოს მივედი, ჯერ კიდევ ცოცხალს თვალებში შევხედე, მინდოდა მეთქვა რომ მიყვარდა, მაგრამ იქ ხალხი იყო, არ შემეძლო ჩემი სიყვარული მეღიარებინა. ის კი მიმეორებდა: -მიყვარხარ, მიყვარხარო, 

მე კი მხოლოდ თვალებში ვუყურებდი, მინდოდა თვალებით მაინც მეთქვა სიტყვები რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდებოდა: 

-“მეც მიყვარხარ”. 

…მისი თვალები ნელ-ნელა გაშტერდა, ტიროდა და მხოლოდ ჩემსკენ იყურებოდა, მისი მზერა სევდით სავსე ტკივილს გადმომცემდა. ჩემი ცრემლები მის გაფითრებულ სახეზე ეცემოდა, იყინებოდა მაგრამ მაინც თბილი იყო, თბილი დიდი სიყვარულისგან… 

ვიგრძენი როგორ ამოვიდა მისი ბაგეებიდან უკვდავი სული, ნელ-ნელა მტოვებდა და ბოლოს თითქოს ნაზად მოგეალერსაო, ისეთი სითბო ვიგრძენი… მაშინ მივხვდი რომ სამუდამოდ დავკარგე. ხალხი ირეოდა, მხოლოდ ის მახსოვს რომ მისი თვალები მაინც ტიროდა, ტიროდა მანამდე სანამ მიწას მიებარებოდა, ყველას უკვირდა, ასეთი საოცრება არავის ენახა. მაშინ ჩემს ცხოვრებაში პირველად ვინატრე რომ მღვდელი არ ვყოფილიყავი რადგან არ მინდოდა იმ ადამიანის საფლავზე მელოცა რომელიც მე მოვკალი… არ მინდოდა მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, როცა საფლავთან მივედი ირგვლივ ბევრი ხალხი ტრიალებდა, მეგონა ყველამ იცოდა ჩემი დნაშაულის შესახებ თავი დავხარე და ლოცვის კითხვა დავიწყე, ლოცვის რომლის წაკითხვის უფლებაც არ მქონდა …თვალწინ მხოლოდ მისი თვალები მედგა ცრემლიანი თვალები… 

იმ დღის შემდეგ ყოველ ღამე ვლოცულობ, მისი სულისთვის, მინდა რომ ისეთივე ბედნიერი იყოს როგორც ჩემს გვერდით იყო, მაგრამ მე ამ ბედნიერების უფლებას არ ვაძლევდი, ამას სიცოცხლის ბოლომდე ვინანაებ, ვინენებ იმასაც რომ ასეთი უგულო ვარ. ბევრჯერ თავის მოკვლაც მიცდია მაგარამ მერეე მიფიქრია რომ მას არ მოუნდებოდა მკვადარი ვენახე. 

მინდა მასთან ერთად სამოთხეში მოვხვდე მაგრამ ვიცი რომ ეს შეუძლებელია, ისევე როგორც მან იცოდა რომ ჩვენი სიყვარული შეუძლებელი იყო!…მაპატიე!.. 

11 Comments leave one →
  1. June 27, 2011 6:30 pm

    საინტერესოა ეს რეალური არის თუ არა? იმიტომ რომ დამწერთან მაქ შენიშვნა თუ ის მოგონილია და თუ რეალობა გასაკვირია რადგან მღვდელს აქვს ქორწინების უფლება და მასე არც არავინ აკურთხებს თუ ის შავ სამღმდელოებაში არ მსახურობს.. საინტერესოა ბოლო სიტყვებიც რადგან მღვდლისათვის თვითმკვლელობა უცნაურია….. არვიცი მე არავის განვიკითხავ… უბრალოდ თუ მოგონილია რელიგიის მხრივ ძალიან დიდი შეცდომებია !

    • June 27, 2011 6:35 pm

      მაგაზე მეც მქონდა ეჭვები მაგრამ ზუსტად არ ვიცი. მე ვფიქრობ ეს მღვდელია დამნაშავე. შენ ამბობ ქორწინება დაშვებულიაო. თუ დაშვებული იყო ამ შემთხვევაში მღვდელი მოიქცა არასწორად. და ის არის იმის მიზეზი რომ იმ გოგომ თავი მოიკლა. მისი ერთი ნაბიჯი ერთი სიტყვა “მიყვარხარ” ბევრ რამეს შეცვლიდა.

  2. June 27, 2011 6:42 pm

    შენ ვერ გამიგე… მღვდლად არავინ აკურთხებს თეთრ სამღვდელოებაში თჲ დაქორწინებული არ არის. შავ სამღვდელოებაში კიდევ ჯერ ბერად აღიკვეცება (რაც ნიშნავს რომ მას არ აქვს ქორწინების უფლება) და შემდგომ შეიძლება აკურთხონ მღვდლად. აქ მღვდლად კურთხევაზე რომ არის საუბარი თუ ის შავ სამღვდელოებას განეკუთნება მას უკვე არ აქვს ცოლის მოყვანა რადგან მას ფიცი აქ დადებული უფლის წინაშე (ანუ აღკვეცილია) მემგონი ეს მონაგონს გავს რადგან რეალობასთან ახლოს სულაც არა და სასტიკად დამახინჯებულია სამღვდელოების წესები და მღვდელი აქ. შეიძლება გმობადაც ჩაითვალოს!!

    • June 27, 2011 6:51 pm

      აქ სულ სხვა რამეა ამ ბიჭის მთავარი სურვილი იყო რომ გამხდარიყო მღვდელი.. და გახდა კიდევაც. ეს ბიჭი უყვარდა ამ გოგოს მაგრამ ეს ვერ პასუხობდა იგივე გრძნობით იმიტომ რომ არ შეეძლო. იმიტომ რომ მას როგორც შენ ამბობ ფიცი ქონდა დადებული უბრალოდ “არ შეეძლო” !!!

  3. June 27, 2011 7:49 pm

    სიყვარულზე არ ვსაუბრობ…. ამ ადამიანის (მამაოს) სიყვარული სულ სხვა რამაა ამ გოგოს მიმართ ეგ ცალკე თემაა….. შავ სამღვდელოებას მართლაც არ აქვს უფლება სიყვარულის…. თავის თავს უფალს უძღვნიან!

    • June 28, 2011 7:40 am

      ხოდა მერე რა გინდა! – არ ქონდა მაგასაც სიყვარულის უფლება და მაგიტო მოხდა ეს ყველაფერი და მაგიტო მოკვდა თუ თავი მოიკლა იმ გოგომაც!

  4. iazva permalink
    June 28, 2011 9:38 am

    ეგოიზმის პიკია რაც იმ გოგომ გააკეთა, თუ ადამიანი გიყვარს არ გაწირავ სამუდამო სინდისის ქენჯნაზე. სიყვარულზე მეტად სამაგიეროს გადახდა უნდოდა, გადაუხადა კიდეც.

    • June 28, 2011 10:54 am

      მართალი ხარ! – იმ გოგომ ძალიან ზედმეტი ქნა. ჯერ ხო თავი მოიკლა და იმ ბიჭს სიკვდილამდე შენ როგორც თქვი სინდისის ქენჯნა შეუაწუხებს იმის გამო რო ის გოგო ეგოისტი იყო.

  5. June 28, 2011 9:55 am

    აშკარად მოგონილია, თან სავარაუდოდ – თინეიჯერის. წერის სტილზე ეტყობა. შეცდომებზე აღარაფერს ვამბობ.

    • June 28, 2011 10:52 am

      შეიძლება, მაგრამ იმოქმედა :დ რაღაც სიბრალულის გრძნობა გეუფლება..

  6. August 30, 2011 8:31 am

    დაა იმას რას ერჩოდა ვის მანქანასაც შეუვარდა, ისი ხომ დაღუპა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: