Skip to content

როდესაც გტკივა

June 29, 2011

მენატრება პატარაობა. ალბათ შენც ხო? ისევ მინდა მხოლოდ იმიტომ ვტიროდე, რომ დღეს პირველად წამიყვანეს სკოლაში და დედა წავიდა. ღმერთო გააჩერე წლები, დამაბრუნე როცა თოჯინა ჩემზე მაღალი იყო და ძლივს მივათრევდი, როცა მეგონა რომ შეყვარებული მყავდა, რომელიც მხოლოდ მე მომწონდა.

ყოველ წელს საშინელებებს ვიგებ, უფრო სწორად ცხოვრებას ვეცნობი. ეხლა არ მიკვირს რატომ იშლებიან მოხუცები ჭკუიდან. მათ უკვე ყველაფერი შეიტყეს ამ ჯოჯოხეთის შესახებ. ვინ იცის იქნებ შენც იგივეს განიცდი, მაგრამ რატომღაც მხოლოდ სკაიპის სტატუსზე წერ, რომ ვინმემ ითანაგრძნოს, ვინმემ მოგწეროს და შენ ამით ბედნიერი ხარ. მე არ მჯერა ადამიანის, რომელიც გკითხავს რა გჭირს? ვაფასებ ადამიანს, რომელიც უსიტყვოდ ჩამივლის და არ შემიბრალებს, მხოლოდ იმიტომ რომ მას ეს გამოცდილი აქვს და ისიც იმავეს ებრძვის.

რატომ ვართ დღე ყველა ბანალური? გრძნობებს ვერცერთი სიტყვით გადმოვცემთ. დავიჯერო მასას სიტყვებსი პოვნა უჭირს? უფალმა ალბათ არც შექმნა მისი გამომხატველი სიტყვა, ეგრე ჩვენ ვფიქრობთ. სინამდვილეში სიტყვები: მიყვარხარ, მომენატრე, ცუდად ვარ– ეს ჩვენ გავაუფასურეთ.

როგორ მინდა დედაჩემი ეხლა სამსახურში კი არ იყოს, ზღაპარს თავთან მიკითხავდეს. როგორ მინდა ტრაქტორის მეშინოდეს, რომელის მოახლოებაზეც გავრბოდე. მინდა როგორც ბავშვობაში ისე დავიკარგო, ნეტა მაშინ რატომ ვტიროდი? ეხლაც ხომ მარტო ვარ. კლავიატურასაც კი უჭირს ჩემი გაგება, error–ს რომ მიწერს? დავიჯერო, რომ ღამით დაძინებისას რაღაცას შენთვის ჩუმად ფიქრობ, და როცა იგივე გინდა მეგობარს მოუყვე სიტყვებს ვერ პოულობ? მაგ დროს გეშლება შენ თავზე ნერვები, რადგან სიტყვები წინა ღამით დაალაგე. აი სად გეშლება, შენ გრძნობები დააწყვე, რომელიც არეული გქონდა, სიტყვები კი დღეს აღარაფერს ნიშნავს.

უფალო რამდენჯერ დამიმიტკიცე რომ არსებობ? ზუსტად იმდენჯერ რამდენჯერაც შემოგჩივლე, რომ ჩემთან არ ხარ. შენ კი ყოველთვის მპასუხობ, რომ მეორე ფეხის ნაფეხურები შენია. თუმცა როდესაც გეკითხები გასაჭირში რატომ რჩება მხოლოდ ერთი ნაფეხური, სწორედ ესე გვპასუხობ: ” მე შენ ხელში აყვანილი დამყავხარ”.

არ ვიცი შენ ასე მოგდის თუ არა, მე კი. ზოგჯერ ვიცინი ჩემთვის უაზროდ, დამვიწყებია რომ კლასსჰი ვზივარ. ამ დროს მასწავლებელი შემოგხედავს და გეტყვის, რაზე იცინი მითხარი და ერთად გავიცინოთ. რა ვუთხრა? ის რომ გავაფრინე? თუ ის, რომ ტირილს ხანდახან უაზრო კბილების ღრეჭვა მოყვება. ყველა დამცინებს, არა შემიცოდებს. მე ეგ არ მჭირდება, მე არავის შესაცოდი არაფერი მჭირს. მე შენ ვერ დამეხმარები, რადგან თავად უფალს არ ვეცოდები. აი კიდევ ერთი , რომელმაც დამღუპა. რატომ ხდება რომ მათემატიკის გაკვეთილზე წესს ზეპირად ამბობ და ამოცანას ვერ აკეთებ? იმიტომ რომ პრაკტიკაა. ერთ დასკვნას მივაგენი–ცხოვრება მათემატიკა ყოფილა, თეორიულად ყველაფერს ვეთანხმებით და ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით, პრაკტიკაში კი ყოველთვის ვიჭრებით.

 

ეს არც ჩანაწი გეგონოთ, არც დღიურის ფრაგმენტი. არც ვიცი რა დავარქვა. სათაურიც უაზრო მეჩვენება და ვბრაზდები. ზუსტად იგივე განმეორდა. აქაც არ ამოთქვა სიტყვებმა ჩემი აზრი, ისე როგორც მსურდა.

8 Comments leave one →
  1. მთვარეული permalink
    June 29, 2011 10:44 am

    რაღაც მინდა გითხრა, რაც გაგმხნევებს, მაგრამ სიტყვებს მეც ვერ ვპოულობ…😦
    ”ცხოვრება მათემატიკა ყოფილა, თეორიულად ყველაფერს ვეთანხმებით და ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით, პრაკტიკაში კი ყოველთვის ვიჭრებით.” იქნებ ამ პრაქტიკით ვისწავლოთ რამე თუნდაც სიბერეში🙂

    • June 29, 2011 5:43 pm

      კიი შეიძლება.. მაგრამ გვიანი რომ იყოს???

      • მთვარეული permalink
        June 29, 2011 7:04 pm

        ჯობს გვიან ვიდრე არასდროსო😉

      • June 30, 2011 9:01 am

        ეგეც მართალია …🙂

  2. June 29, 2011 11:09 am

    მე თუ მკითხავ მშვენივრად გამოთქვი შენი სათქმელი…
    მიუხედავად იმისა რომკ მათემატიკას ვერ ვიტან, შენი შედარება ძალიან მომეწონა : )

    • June 29, 2011 5:42 pm

      მათემატიკა მეც არ მიყვარს ძალიან მაგრამ კარგად ვსწავლობ მარა ხშირად ვიჭრები პრაქტიკაში.. მადლობა..

  3. December 3, 2011 10:39 am

    მეც მენატრება ბავშობა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: