Skip to content

HP – Fan for LIFE

July 1, 2011

ყველას სხვადასხვა გემოვნება აქვს, ზოგს ის მოსწონ ზოგს-ეს .. გემოვნებაზე დავა ნამდვილად არაა მიზანშეწონილი ეს ხდება მუსიკაზე, წიგნებზე, ჩაცმულობაზე და ასე შემდეგ. დასაწერად ავირჩიე წიგნები, რადგან მე თვითონ მხვდება გარკვეული წინააღმდეგობები, რადგან ჰარი პოტერს ვკითხულობ. ბევრს დასაცინად არ ჰყოფნის, ზოგიც იმას ამტკიცებს რომ სატანიზმია, ეშმაკისეულია.. ამას ადრეც ამბობდნენ და ახლახ ამბობენ! ინტერესი გამიჩნდა ამ წიგნისადმი, და მინდოდა მე თვითონ გამეგო, წამეკითხა და თუ მთლიანად ისეთი აღმოჩნდებოდა როგორც საზოგადოება ახასიათებდა, მეც ავყვებოდი მათ იმის ძახილში – თუ როგორი სატანისეულია როულინგის წიგნი – ჰარი პოტერი.

დავიწყე პირველი წიგნის კითხვა და რომ ვერაფერი აღმოვაჩინე მასში გადავედი შემდეგებზე და ასე გავხდი “პოტერომანი” .. მე ასევე ვკითხულობდი ანტიპოტერულ სტატიებს და გადავაწყდი ასეთს (ამ საიტის ლინკი ჰარი პოტერის ქართული ფანკლუბის გვერდზე ვნახე) : დააჭირეთ აქ! .. პირველ რიგში მინდა მადლობა მოუხადო ამ სტატიის ავტორს რომელმაც ასე კარგად დაახასიათა და უფრო შემაყვარა ჰარი პოტერი.. მან მოიხსენია როულინგის წიგნი როგორც: “„წიგნთან დააბრუნა ბავშვები“ , ლეგენდარული „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ და ა.შ.

მიკვირს იმ ხალხის, რომელსაც ეს არაჩვეულებრივი ნაწარმოები წაკითხული არ აქვს და ამტკიცებს რომ სატანიზმია, მხოლოდ იმიტომ რომ უმრავლესობაში გამონაკლისი არ იყოს. არადა პოტერიანაში არის უამრავი დადებითი რამ, ბევრ რამეს მიგახვედრებთ რეალურ სამყაროში! ყოველ ტომში პირდაპირ, ქარაგმების გარეშე არის ნახსენები რომ სიყვარული არის ერთადერთი გრძნობა რომელსაც ვერანაირი სხვა გრძნობა, ძალა და წყევლა წინ ვერ აღუდგება! სწორედ ჰარის დედის სიყვარულმა გადაარჩინა ჰარი. სწორედ, მისი დედობრივი სიყვარულის, თავგანწირვის წყალობით დარჩა ცოცხალი პატარა ჰარი! ხოლო ძალაუფლების მოხვეჭის სურვილით დაბრმავებული, ბოღმით სავსე, ბოროტი ბნელი ბატონი ვოლდემორი ძალადაკარგული, უფორმოდ, უსხეულოდ 14 წელი უგზოუკვლოდ გადაიკარგა. ნუთუ რა არის ამაში ეშმაკისეული? რათქმაუნდა არაფერი!

ვაგრძელებს თხრობას.. სწორედ ჰარია ის ერთადერთი რომელიც გადაურჩა მომაკვდინებელ წყევლას, ის რჩეულია! 14 წლის შემდეგ ვოლდემორი კლვლავ ბრუნდება და 7 ტომამდე მათი ბრძოლაა. ეს მთავარი. ხოლო საერთოდ წიგნი სავსეა რეალურობით! გმირებს ერთმანეთი უყვარდებათ, ხცოვრება სავსეა თავგადასავლებით. ბერვჯერ უვლიათ უჩინმაჩინის მოსასხამის ქვეშ და ბიბლიოთეკაში უხეტიალია, აკრძალულ სექციაში, რადგან, ფილოსოფიურ ქვაზე ცდილობდნენ რაიმეს გაგებას. თამშობენ ქვიდიჩს, ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი, ასევე სამი ჯადოქრის ტურნირი რომელიც სავსეა საინტერესო მომენტებით. ქმნიან საიდუმლო დაცვის არმიას. რათა ივარჯიშონ ბნელი ძალებისგან თავდაცვაში, როდესაც მასწავლებელი არ აძლევს პრაქტიკული ცოდნის მიღების საშუალებას! სეირნობენ ჰოგსმიდში, სტუმრობენ ტყუპ უისლების ჯადოსნური ოინების მაღაზიას.. იგებენ საიდუმლო ოთახის შესახებ და ცილობენ გააღონ იგი. პოულობენ მიშველე-ოთახს რომელიც მხოლოდ მაშინ ჩნდება როდესაც ძალიან გჭირდება. ასევე გადაარჩინეს ჰიპოგრაფი ბაკ-ბიკი, ამავდროულად ჰარის ნათლია და ერთად გააპარეს! და კიდევ უამრავი საინტერესო, სასიყვარულო, სასაცილო რამ. არც იუმორი აკლია წიგნს, არც ბრძნული ფრაზები.. რამდენიმეს გავიხსენებ რომელიც ძალიან მომეწონა..

  • “ადამიანი უნდა დააფასო იმით თუ როგორ ეპყრობა არა თანასწორს არამედ თავისზე დაბლა მდგომ არსებას”
  • “კარგად მოწყობილი ტვინისთვის სიკვდილი მორიგი დიადი თავგადასავალია”
  • “სიკვდილი – უკანასკნელი მტერი, რომელიც უნდა განადგურდეს”.

ერთი სიტყვით ვისაც ჯერ კიდევ ჰგონია ეს წიგნი ეშმაკისეული მაშინ წაიკითხოს ეს მსოფლიო ბესტსელერი ყველა ასაკის მკითხველისთვის და იმოგზაუროს ჯადოსნურ სამყაროში… რას კარგავენ? “ჰარი პოტერი” ეს არის წიგნი სადაც დაინახავ რეალურ სამყაროს უფრო სხვანაირად, უფრო საინტერესოდ, მეტი შესაძლებლობებით და რაც მთავარია ჯადოქრული სამყაროს თვალით!

I'm HP Fan For LIFE

7 Comments leave one →
  1. July 1, 2011 2:51 pm

    სერიოზული პოტერომანი ყოფილხარ🙂

  2. giga permalink
    July 2, 2011 6:59 am

    საღოლ თაკო მაგარი პოტერომანი ყოფილხარ ჩემსავით.მოდი ერთ ფრაზას დავამატებ იმ საინტერესო ფრაზებიდან.ეს არის ალბუს დამბლდორის სიტყვები ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახიდან:ჩვენს პიროვნებას ჩვენი არჩევანი განსაზღვრავს და არა შესაძლებლობები”.ძალიან მაგარი სიტყვებია შენი ფრაზებიც მომეწონა.ყოჩაღ ასეტი სტატია რომ დაწერე.

    • July 2, 2011 4:55 pm

      მადლობა სტატიის შეფასებისთვის! საერთოდ ალბუს დამბლდორი ჩემი საყვარელი გმირია ჰარი პოტერის ფილმებიდან და წიგნებიდან.. არაჩვეულებრივ ფრაზებს ამბობს! ეგეც ძალიან მაგარი სიტყვებია ვცდილობ დავიმახსოვრო! .. :** <33

  3. სალომე permalink
    July 13, 2011 10:17 am

    ჰაგრიდი– ლოთი მარგინალი ეგა :დ :დ:დ

  4. lela permalink
    March 14, 2012 2:31 pm

    facebook.com/pages/Potterheads/296541967069952 mec shennairi var titqmis😀 facebook.com/pages/Potterheads/296541967069952 es gverdi daalike ra gtxov :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: