Skip to content

ღმერთი

July 12, 2011

შენ ღმერთი ვინ გგონია? წვერებიანი ბაბუა? ღრუბლებზე ზის და პირს რომ იბანს წვიმა მოდის? ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ცხადი და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი, რომ ღმერთია, ვერ წარმოიდგენ, რომ ღმერთია, არ გჯერა, რომ ღმერთია, ამაშია ღმერთის უბედურება, ამიტომ არ წამთ ღმერთი, ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა. ამაშია საქმე!

ღმერთი მაშინ უნდა იწამო, ღმერთის სახე რომ არ აქვს, რომ არ გავს ღმერთს, რომ არ გეუბნება, ღმერთი ვარო, პირს რომ გიყოფს, სადილს რომ გიკეთებს, ტანზე რომ გაცმევს, თავზე რომ გახურავს, გიღიმის და გეფერება, გკოცნის და ტირის შენი გულისთვის, კვდება შენი გულისთვის, ცივა, წყურია, შია შენთან ერთად, სულს აძლევს ეშმაკს შენი გულისთვის, მაშინ უნდა იწამო. აბა, ღმერთმა თუ თავისი სახე გაჩვენა, კედელთან მიგაყენა, ყური აგიწია და თვითონ გითხრა ღმერთი ვარ და მიწამეო, მაშინ რარად უნდა ღმერთს შენი რწმენა? ასეთ ღმერთს შენ კი არა, ყველა იწამებს. ღმერთი მაშინ უნდა იწამო, შენ რომ გგავს, მე რომ მგავს … -გასაგებია?

პ.ს.  ღმერთს გაუმარჯოს, ჩემსა და შენს ღმერთს, რომელიც ღრუბელზე არ ზის, რომელსაც პირის ბანის დროს წვიმა არ მოყავს და რომელიც ჩვენი გულისთვის სულს აძლევსეშმაკს.

ეს კი ვიდეო რომელშიც ქრის ტომლინი მღეის სიმღერას Our God Is Greater მოუსმინეთ სიტყვებია არაჩვეულებრივი.

7 Comments leave one →
  1. July 12, 2011 10:19 am

    რა კარგი პოსტია❤

  2. მთვარეული permalink
    July 15, 2011 6:11 pm

    აბა, ღმერთმა თუ თავისი სახე გაჩვენა, კედელთან მიგაყენა, ყური აგიწია და თვითონ გითხრა ღმერთი ვარ და მიწამეო, მაშინ რარად უნდა ღმერთს შენი რწმენა? – მომეწონა🙂

  3. August 1, 2011 2:34 pm

    არ მომწონს, თანაც საშინლად. !! ეს არა აისეთჳ თუნდ თემა ასე ლაღად რომ დაიწეროს, რადგან უცოდინლობამ შეიძლება მკრფეხლობაში ჩაგვაგდოს! აჰ გთხოვ წაშალე შენი გონებიდან ეს სიტყვები

  4. August 2, 2011 1:52 pm

    მე მომეწონა აზრი მთლიანობაში.

  5. March 17, 2012 12:56 pm

    ghmerti ki ar unda dainaxo, aramed iwamo, igrdzno… tu mogindeba. ar mogsvliat eseti raghac, roca uceb raghacaze gagixardebat da titqos raghac igrdzenit, wamoxtebit sixarulisgan… me momsvlia…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: