Skip to content

დღეს ხომ სიყვარულის დღეა?!

April 15, 2011

დღეს ხომ სიყვარულის დღეა.. მიხარია მაგრამ არ ვიცი რატომ ჩემთვის ჯერ ხომ არავის არ მოულოცია ეს დღე მთელი გრძნობით.. უბრალოდ, ახლა მომინდა პოსტი დამეწერა.
სიტყვა სიყვარული შეიძლება სხვადასხვა გრძნობას, მდგომარეობასა და დამოკიდებულებას გამოხატავდეს დაწყებული ზოგადი სიამოვნებიდან („ეს საჭმელი მიყვარს“) დამთავრებული პიროვნებათშორისი ურთიერთობით („ჩემი პარტნიორი მიყვარს“).
სიყვარული, თავისი სხვადასხვა ფორმით, პიროვნებათა ურთიერთობაში მთავარი წამყვანია და ცენტრალური ადგილი უკავია ფსიქოლოგიაში; აგრეთვე, სახვით ხელოვნებაში ყველაზე გავრცელებული თემაა.

სიყვარულის სიმბოლო - გული

სიყვარულით მოპყრობა იწოდება სიყვარულობად, სიყვარულიან დამოკიდებულებას- სიყვარულიანობა ეწოდება, სიყვარულის გრძნობით შეპყრობილ ადამიანს სიყვარულმოდებული ეწოდება.
არსებობს ვნებიანი, მეგობრული, მშობლური, ასევე იდეის, პროფესიის, სამშობლოს სიყვარული. თითეული მათგანი ემოციის არსებობისა და გამოხატვის ხარისხის ინტენსიობით განსხვავდება.
ჩემთვის ეს არის სიყვარული: ლამაზი და ნაზი გრძნობა რომელსაც დაცვა სჭირდება.

და მაინც როგორ ჩაირა ამ დღემ თქვენთვის?

PayPal

April 10, 2011

PayPal – ეს არის უსაფრთხო საშუალება გადაიხადოთ და მიიღოთ გადასახადები ინტერნეტის საშუალებით. შეგვიძლია გამოვიყენოთ PayPal ყველანაირი გამოწერისათვის ეს იქნება ელექტრონიკა თუ სხვა საყოფაცხოვრებო ნაწარმი. ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი – PayPal-ით სარგებლობიბას არავის არ აქვს საშუალება რომ ნახოს თქვენი ბანკის ან კრედიტის ნომრები. და რაც მთავარია PayPal არ არის მხოლოდ შოპინგისთვის გამოიყენეთ PayPal და და გააგზავნეთ ფული ინტერნეტით ან თუნდაც ერთი სატელეფონო ზარით.


და ალბათ ყველას გუჩნდება კითხვა არის თუ არა PayPal საქართველოში? – არა. და ზუსტად ამ პრობლემის გადალახვა გვსურს ჩვენ და “ალბათ” მთელ საქართველოსაც. სწორედ ამიტომ Facebook-ზე გაიხსნა გვერდი  “I need PayPal service in Georgia” (ჩვენ გვინდა ფეიფალი საქართველოში).მოგიწოდებთ რომ თუ ხართ შოპინგის მოყვარული და საერთოდ თუ გნებავთ რომ PayPal საქართველოშიც იყოს შემოგვიერთდით და დამიჯერეთ თქვენ ამ ერთი “Like”-ით დიდ საქმეს გააკეთებთ!

შემოუერთდით ამ გვერდს:  I need PayPal service in Georgia.

შემოუერთდით ამ ჯგუფს: Social Media for Paypal in Georgia

საპირველაპრილოდ :)

April 7, 2011

არ გეშინიათ? 😀 დღეს პირველი აპრილია, შესაბამისად, მოტყუებაც ადვილია. როგორც მარკ ტვენი ამბობდა, დღეს ის დღეა, როცა ყველას გვახსენდება – როგორები ვართ სინამდვილეში, დანარჩენი 364 დღის მანძილზეო 🙂
პირველ აპრილს ახლობლების, მეგობრების ან მთელი სამყაროს მოტყუების ტრადიცია ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული. მისი წარმოშობის ადგილი და დრო კი ხშირი კამათის მიუხედავად, ზუსტად მაინც არავინ იცის. ზოგადად, “სულელების დღე”, ბევრ ისტორიულ წყაროშია მოხსენიებული.

დღეს პირველი აპრილის ტრადიციამაც ფრთები გაშალა – კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებების გამოყენებით ხომ ახლა უკვე ერთი და ორი ნაცნობის კი არა, რამოდენიმე ათეული, ასეული ან ათასეული ადამიანის მოტყუება გახდა შესაძლებელი! 🙂

მეც შემოგთავაზებეთ ერთერთ კურიოზს რომელიც მე შემემთხვა.

ერთ პირველ აპრილს მობილურით გავგზავნე სმსები 30 უცნობ ნომერზე :” 50000 დოლარი უკვე მაქვს, ჩანთას ფულით ხვალ ღამის 3 საათზე დავტოვებ მრგვალ ბაღში რიგით მესამე სანაგვე ყუთში. როცა ფულს აიღებ შემატყობინე”. ღამით მე და ჩემი მეგობარი ჩავედით ვაკის პარკში და ოციოდე სხვადასხვა ასაკის ადამიანის საცოდაობას ვუყურეთ თუ როგორ დახვდათ სანაგვე ყუთში ჩანთა წერილით: დღეს პირველი აპრილია მოტყუება ადვილია :)))

I’m happy

April 3, 2011

1.ბედნიერება

სად შეიძლება ვიპოვოთ იგი? ის თქვენშია! ბედნიერება არ მოდის.თითოეული მომენტი ცხოვრებაში უამრავ შესაძლებლობას გაძლევთ რომ ბედნიერი იყოთ…ეს თქვენი გადასაწყვეტია

2.სიყვარული

სიყვარული თქვენი სულის ჰარმონიაა სიყვარული მთელს მსოფლიოს შეუძლია.იფიქრეთ რომ ყველაფერი იმსახურებს ცოტაოდენ სიყვარულს როგორც თქვენ.

3.ოცნება

შეგიძლიათ, რომ იოცნებოთ, თქვენ ხართ თქვენი ცხოვრების შემოქმედი.
“იმისათვის, რომ იოცნებოთ არაფერია საჭირო. ოცნება ალამაზებს გონებას . ოცნება ეს არის ძალა სჯეროდეს ადამიანს თავის თავის ეს წარმატების გამბედაობაა

4.თავისუფლება

გჯეროდეთ რომ თქვენ იმის გაკეთება შეგიძლიათ რაც გსურთ ყველაფერს გააკეთებთ იმისათვის რომ ბედნიერი იყოთ!

5.ფანტაზია

ეცადეთ რომ შემოქმედებითი იყოთ ყველაფერში რასაც აკეთებთ, შეეცადეთ რომ შექმნათ რაღაც ახალი და გზა მისცეთ თვენს ფანტაზიას მთავარია იგრძნოთ რომ თქვენ ეს შეგიძლიათ

6.სიცილი

ეს გვაიძულებს თავს კარგად ვგრძნობდეთ, გვაერთიანებს უცნობებთან და გვაახლოვებს მეგობრებთან, ეს სევდის საუკეთესო წამალია…

7.თამაში

ცხოვრება თამაშია.. მოგწონთ თუ არა თამაში? რატომ არ უნდა ითამაშოთ ყოველ დღე?
ის გვართობს, გვახალისებს და ცოტახნით გვავიწყებს პრობლემებს

8.დასვენება

აღნიშნეთ ყოველი დღე თქვენს ცხოვრებაში! დაე სულ დღესასწაული იყოს. რატომაც არა? თქვენ ცხოვრობთ თქვენს ცხოვრებაში..

p.s და თქვენ თავს უთხარით I’m happy!!


ახალი ეტაპი

March 28, 2011

არ ვიცი რატომ მაგრამ ცხოვრებას ეტაპეპად ვყოფ. ყოველთვის კვირაში ერთხელ ან ორჯერ ვჯდები მარტო და ველაპარაკები ჩემს თავს შეიძლება ამ დროს ვინმემ გიჯადაც კი ჩამთვალოს მაგრამ ამ დროს მართლა “დიდ საქმეს ვაკეთებ” იმიტომ რომ მთელი კვირის ამბებს ვაანალიზებ და ვფიქრობ რა გავაკეთე კარგი და რა ცუდი. ზოგჯერ ცუდი ამბები ამოივტივდები ხოლმე ჩემს გონებაში და უნებურად ცრემლები მადგება. მინდა ცუდი დავივიწყო მაგრამ არის ისეთი ამბებიც რომლებსაც ვერასდროს ვერ დავივიწყებ.

რაც შეეხება ახალ ეტაპს დღეს დაიწყო ახალი ეტაპი – 29 მარტს. მეც ახალი ფურცელი გადავშალე ჩემი ცხოვრების და დიდი იმედებით შევუდექი მიზნების მიღწევასა და სურვილების შესრულებას.

ამ ეტაპზე რამე განსხვავებული პრინციპით არ ვაპირებ ვიცხოვრო, უბრალოდ ვეცდები ვიყო უფრო თბილი, ვისწავლო უფრო მეტი და მაქსიმუმი მივიღო ცხოვრებისგან (რაც ცოტა არ იყოს ძნელია), მაგრამ მე მაინც ვაპირებ 🙂 მეტი გართობა , სიხარული, სიახლე და გრძნობა რომელიც გეუფლება ჟაკეტებისა და ათასი რაღაცის მოშორებისას ) იმედი მაქვს ეს ეტაპი ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული იქნება, და იმაზე საინტერესო ვიდრე წარმომიდგენია 🙂

ეს რამდენიმე სურვილი კი აუცილებლად უნდა მოხვდეს ამ საგაზაფხულო პოსტში
1) All Star Converse – ამის ორიგინალები უნდა ვიყიდო ზაფხულში მაინც. ძალიან მინდა.

კაბა – ზუსტად არ ვიცი რა ქვია მაგრამ ის კი ვიცი რომ ძალიან მომწონს და აპრილის მიწურულს აუცილებლად ვიყიდი. თქვენ კი აი აქ შეგიძლიათ შეიძინოთ.

3) ოთახი – ყოველთვის მინდოდა ასეთი ოთახი (თანაც ვარდისფერია) და ზაფხულის ბოლოს აუცილებლად მოვაწყობ დარწმუნებული ვარ.

მე კი გემშვიდობებით მომავლის იმედით! მომავალ პოსტამდე 🙂

It Girl

March 26, 2011

როგორც Sweet ამბობს ყველა გოგო გაიგებს იმას რომ დეპრესიის მოსახსნელად ან თუნდაც გასახალისებლად შოპინგი ყველაზე კარგი საშუალებაა მაგრამ ძალიან ხშირად არც მე და დარწმუნებული ვარ არც სხვას ამის საშუალება არ გვაქვს. “შოპინგის მოთხოვნილება რომ დაიკმაყოფილოთ” ფეისბუქზე აღმოვაჩინე ერთი არაჩვეულებრივი თამაში It Girl რომელშიჩ შეგიძლიათ იშოპინგოთ და ბოიფრენდიც კი იყოლიოთ. იაროთ უამრავ “ფართიზე” და რაც მთავარია თქვენთვის ყველა კარი ღიაა.  მე კი ისღა დამრჩენია რომ წარმოგიდგინოთ ჩემი რამდენიმე ფოტო ანუ ჩემი ვირტუალური “მე” It Girl-ში.

დაბნეულად გამოზაფხულდა

March 25, 2011

როცა ლურჯმა ცამ წვრილი თვალები გაახილა, ნამძნარევი ღიმილით დაგვიწყო ყურება. მიხვდა, რომ მობეზრდა    ერთფეროვნება, ბურუსში ყოფნა და სიცივით გაჟღენთილი ჰაერი.

გამოზაფხულდა… თეთრი ფარფატა ღრუბლები ჩვენს თავზე მოექცნენ და ცის კიდიდან გვახარეს იმედიანი სითბო. მე      კი, თეთრ კაბაში გამოწყობილი პრინცესა, მთის წვერზე მოვკალათდი, ლამაზ სუნიანი ბაფთა მოვირგე და წერას  შევუდექი. სახეზე ნაზი ნიავი მელამუნებოდა და უჩვეულოდ გავერთე გაზაფხულთან თამაშში. წამის მეასედებში,  თვალწინ წარმომიდგა მერცხლების გუნდი და მწვანეში ჩაძირული ლამაზი ეზოები. სამყარო ამ დროს იმდენად  ვრცელია, რომ ვერ იტევს სიტყვებს. იმდენად ახალი, რომ ვერ ასწრებს ჩამოყალიბებას. დაბნეულია…

გათამამებულმა გაზაფხულმა ცვლილებები დაგვატეხა თავს. “ცუდი” გრძნობები სადღაც ღრმად მიმალა და კვალიც გააქრო. ბედნიერებით გაგვანებივრა და თვითონ გაბედნიერდა უნებურად, ბედნიერი ადამიანების ხილვაში…